ეროვნული ლიგის ივნისის რჩეულები გიორგი ჭიაბრიშვილი და ოლეკსანდრ ვორობეი გახდნენ #1TVSPORT

13:15, 10.07.2026

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ივნისის საუკეთესო მწვრთნელად გიორგი ჭიაბრიშვილი დაასახელა, ხოლო მოთამაშედ – ოლეკსანდრ ვორობეი.

ივნისში ჭიაბიშვილის გაწვრთნილმა ბათუმის „დინამომ“ სამი შეხვედრა ჩაატარა, ორი მოიგო, ერთი კი წააგო: ბათუმში გორის „დილას“ 3:2 სძლია, შემდეგ ამავე ანგარიშით ქუთაისში „ტორპედოს“ აჯობა, ხოლო გასვლაზე „დინამო თბილისთან“ 1:2 დამარცხდა.

ეროვნული ლიგის ივნისის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული ოლეკსანდრ ვორობეი „გაგრის“ მეკარეა. უკრაინელმა გასულ თვეში 3 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაუშვა.

მსგავსი