ეროვნული ლიგა | ზავი „ბურჯანაძე არენაზე" - „დილამ“ „სამტერდიას“ ვერ მოუგო #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | ზავი „ბურჯანაძე არენაზე" - „დილამ“ „სამტერდიას“ ვერ მოუგო #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-11 ტურს მორიგ მატჩს გორის „თენგიზ ბურჯანაძე – არენამ“ უმასპინძლა – ერთ-ერთმა ლიდერმა „დილამ“ ერთ-ერთ აუტსაიდერ „სამტრედიას“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა.

ანგარიში გორელებმა 36-ე წუთზე ეფექტური შეტევით გახსნეს. კომბინაციაში 8 მოთამაშე მოანწილეობდა, 16 წამი გაგრძელდა და ირაკლი ბიძინაშვილის შესანიშნავი პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა ნიკა გაგნიძემ მშვენიერი გოლი გაიტანა.

„სამტრედია” აუტსაიდერია, მაგრამ ბოლო ტურებში გუნდი გამოცოცხლდა და გია ცეცაძის გუნდმა ამ მატჩშიც აჩვენა, რომ ეს შემთხვევითი ამბავი არ იყო. გიგი იოსელიანის შესრულებული ჯარიმის შემდეგ შეტევაში ჩართულმა ზურაბ ერაძემ მცველებს დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.  საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა – 1:1.

11 ტურის შემდეგ „დილამ“ 19 ქულა დააგროვა და გაუთანაბრდა ბათუმის „დინამოს“, რომელსაც თამაში მარაგში აქვს. „სამტრედიამ“ კი 8 ქულა დააგროვა, ისევ მე-8 ადგილზე აინაცვლა და უკან ჩამოიტოვა „თელავი“ (7), რომელიც დღეს „ლოკომოტივს“ დაუზავდა.


„დილა“ – „სამტრედია“ 1:1


გოლები: 1:0 ნ. გაგნიძე (36. ბიძინაშვილის პასით), 1:1 ერაძე (50. იოსელიანის პასით)

28.04. 2021. გორი. „თენგიზ ბურჯანაძე – არენა“

დილა“: გუგეშაშვილი – ჩიტეიშვილი, ეტოუ, მაისაშვილი, ვანდერსონ სილვა – ნონდი, ბიძინაშვილი, ნ. გაგნიძე – ბუღრიძე (46. ალეფ სანტოსი), თ. კაპანაძე (88. მადინგა), კამარა (70. წოწონავა)

სამტრედია“: ბ. ქურდაძე – ნადირაძე, გიორგაძე, ერაძე – იოსელიანი, მესიაჩენკო (69. გადირზადე), ცეცხლაძე (69. რობაქიძე), კვირკვია – კობახიძე (58. ლუკავა), ნათან ჟუნიორი (31. ლომთაძე), რუხაძე

მთავარი არბიტრი: გ. ყრუაშვილი

გაფრთხილებები: ცეცხლაძე (45+1), ანდრო გიორგაძე (51), ნონდი (78), კვირკვია (82), რუხაძე (84), ალეფ სანტოსი (86), იოსელიანი (87)


 

დატოვე კომენტარი