ეროვნული ლიგა | უხვგოლიანი მეცხრე ტურის ტოპ-3 გოლი [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო, მე-9 ტურში 17 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ 3,4 გოლია შეხვედრაში. სამი საუკეთესო შევარჩიეთ, თუმცა, პირველი ორი გოლი უკონკურენტო იყო.

3. ანზორ მექვაბიშვილი, ლოკომოტივი-დინამო (თბ) 1:3

„დინამო არენაზე“ გამართულ ფავორიტების შეხვედრაში ანგარიში 74-ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილმა გახსნა – გოლი სწრაფი და ძალიან კარგი კომბინაციის შედეგად გავიდა. იერიში მეკარე ლუკა კუტალაძემ წამოიწყო, რომელმაც მეტოქე მოატყუა – შეტევაში 5 მოთამაშე მონაწილეობდა და „დინამოს“ 19 წლის ნახევარმცველის ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა. აღსანიშნავია, რომ ეს მექვაბიშვილის სადებიუტო გოლი იყო.

 

2. სერგო კუხიანიძე, სამგურალი-ტორპედო 2:1

სამგურალი“-„ტორპედოს“ დაძაბული იმერული დერბის მშვენება სერგო კუხიანიძის ულამაზესი გოლი გამოდგა – წყალტუბოელთა 21 წლის თავდამსხმელმა ბურთი საჯარიმოსთან მიიღო და კარში უცნაური ტრაექტორიით გაუშვა.

 

1. ნიკა გაგნიძე, დილა-დინამო (ბთ) 2:1

ტურის გოლი კი უდავოდ გორის „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ გავიდა, სადაც „დილამ“ ბათუმის „დინამო“ 2:1 დაამარცხა. გოლი მნიშვნელოვანიც იყო (გორელებს მეორეადგილოსანთან გამარჯვება მოუტანა) და რაც მთავარია, ლამაზი – რევაზ ჩიტეიშვილის ჩაწოდებამ და ნიკა გაგნიძის ულამაზესმა დარტყმამ ყველა აღაფრთოვანა – ამ გოლს ხელს ნებისმერი ვარსკვლავი მოაწერდა. 20 წლის თავდამსხმელმა წარმატებაც ეფექტურად აღნიშნა.