ნიკა გაგნიძე - ყველამ ნახა, ბათუმის „დინამოსთან“ როგორი მხარდაჭერა გვქონდა #1TVSPORT
ნიკა გაგნიძე - ყველამ ნახა, ბათუმის „დინამოსთან“ როგორი მხარდაჭერა გვქონდა #1TVSPORT

„დილას“ ნახევარმცველმა, ნიკა გაგნიძემ, რომელმაც გორის „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ ბათუმის „დინამოს“ ტურის გოლი გაუტანა, განვლილი შეხვედრა შეაფასა. 

„სასიამოვნოა, რომ ეს თამაში მოვიგეთ. მადლობელი ვარ ხალხის, რომლებიც შეხვედრაზე მოვიდნენ და მხარი დაგვიჭრეს. ჩემი გოლი მართლაც ძალიან ლამაზი გამოვიდა, მაგრამ მთავარია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ“, – ამბობს ნიკა გაგნიძე.

გორელთა 20 წლის ნახევარმცველის თქმით, მოგებაში გადამწყვეტი როლი მაყურებლის ფაქტორმა ითამაშა: „ხალხის მხარდაჭერა ჩვენი გუნდისთვის უდიდესი ძალაა. ყველამ ნახა, როგორი მხარდაჭერა იყო. ეს არის ჩვენი სტიმული, ჩვენი ძალა და ჩვენი გუნდის დიდი ნაწილი“.

გორის „დილას“ 20 წლის ნახევარმცველმა ბათუმის „დინამოსთან“ თავი 89-ე წუთზე გამოიჩინა. მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ, როდესაც რევაზ ჩიტეიშვილის ჩაწოდების შემდეგ ნიკა გაგნიძის ულამაზესმა დარტყმამ ყველაფერს წერტილი დაუსვა.