ეროვნული ლიგა | „ტორპედო“ აუტსაიდერ „გაგრასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „ტორპედო“ აუტსაიდერ „გაგრასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-16 ტური ქუთაისში გამართული შეხვედრით დაიწყო, მეორეადგილოსანმა „ტორპედომ“ აუტსაიდერ „გაგრას“ უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში „გაგრა“ მე-2 წუთზე უკრაინელი მცველის, ილია სკრიპნიკის გოლით დაწინაურდა. მე-15 წუთზე ქუთაისელთა სერბმა თავდამსხმელმა, კომნენ ანდრიჩმა წონასწორობა აღადგინა.

შეხვედრის ბედი მე-20 წუთზე დავით მუჯირმა გადაწყვიტა. „გაგრის“ თავდამსხმელი მარცხენა ფლანგიდან კარისკენ დაიძრა და როდესაც მისგან გადაცემას ელოდნენ, მახვილი კუთხიდან გუნდი კვლავ წინ გაიყვანა, რითაც, როგორც გაირკვა, აუტსაიდერს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

ამ შედეგით ქუთაისის „ტორპედო“ 26 ქულით მეორე ადგილზე დარჩა და ლიდერ „იბერიასთვის“ (27) გადასწრების შანსი ხელიდან გაუშვა, „გაგრა“ (17) კი მე-9 პოზიციას ინარჩუნებს.