ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის შემაჯამებელ ღონისძიებაზე საუკეთესოები გამოვლინდნენ.
თითოეული ნომინაციის გამარჯვებულს ფულადი ჯილდო გადაეცა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელმა ავტომობილიც მიიღო.
ქალთა ლიგის რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობდა ქალთა ლიგის 8 კლუბის მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები, ხოლო ეროვნული ლიგის საუკეთესოები ლიგის ათივე კლუბის მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა აირჩიეს. კლუბების გარდა, ხმის მიცემაში ქართველი გულშემატკივარიც მონაწილეობდა, რომელსაც საკუთარი აზრის დაფიქსირება სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე, გამოკითხვაში შეეძლო.
ეროვნული ლიგა:
ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის ფეხბურთელი – გიორგი კოხრეიძე („იბერია“)
ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის ბომბარდირი – ბიორნ იონსენი („ტორპედო“)
ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის გოლი – თორნიკე მორჩილაძე („თელავი“)
ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის მეკარე – დავით კერესელიძე („დილა“)
ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის მცველი – გიორგი ჯგერენაია („იბერია“)
ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის ნახევარმცველი – ოთარ მამაგეიშვილი („იბერია“)
ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის თავდამსხმელი – ბიორნ იონსენი („ტორპედო“)
ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის მწვრთნელი – ლევან კორღალიძე („იბერია“)
ქალთა ლიგა:
ქალთა ლიგის 2024 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – ანანო წიქარიძე („ნიკე-ლუსო“)
ქალთა ლიგის 2024 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი ჩხაიძე („ლანჩხუთი“)