ეროვნული ლიგა | „რუსთავმა“ ქუთაისში „ტორპედო“ დაამარცხა #1TVSPORT
„რუსთავმა“ ეროვნული ლიგის 29-ე ტურში ქუთაისის „ტორპედო“ 1:0 დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლას აგრძელებს.
შეხვედრაში, რომელიც ქუთაისის სტადიონის პრობლემების გამო სამტრედიის „ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ გაიმართა, გიორგი ცეცაძის გუნდმა ანგარიში პირველივე ტაიმში გახსნა. სტუმართა კონტრშეტევა მე-15 წუთზე ჟან სოუზა დე ალმეიდამ დააგვირგვინა.
ქუთაისელები თამაშის გადარჩენას შეეცადნენ, მაგრამ ლიდერის, გიორგი არაბიძის გარეშე (ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა) დარჩენილმა „ტორპედომ“ ბურთის გატანა და თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.
29 ტურის შემდეგ „რუსთავი“ 52 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება, „ტორპედო“ (37) კი კვლავ მეშვიდე პოზიციაზეა.
ეროვნული ლიგა