ეროვნული ლიგა | ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი - ტრანსფერებზე უნდა ვიაქტიუროთ, რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი - ტრანსფერებზე უნდა ვიაქტიუროთ, რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა კვიპროსში გამართული მოსამზადებელი პერიოდი შეაჯამა და აღნიშნა, რომ გუნდს ამ ეტაპზე მოკლე სათადარიგოთა სკამი ჰყავს.

„კვიპროსში მოსამზადებლად კარგი პირობები გვქონდა. კმაყოფილი ვარ ამხანაგური თამაშებით, განსაკუთრებით პირველი ორით. გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის საშუალება მივეცით, ბოლო თამაშშიც სასარგებლო გამოცდილება მივიღეთ. ვფიქრობ, ეს შეკრება წარმატებული იყო როგორც თითოეული ფეხბურთელისთვის, ისე მთლიანად გუნდისთვის. სეზონს კარგ ფორმაში ვხვდებით და ფეხბურთელების მზადყოფნით კმაყოფილი ვარ.

ვიცით, რომ ამ ეტაპზე მოკლე სათადარიგოთა სკამი გვყავს და ტრანსფერებზე უნდა ვიაქტიუროთ. კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით და იმედი მაქვს, მალე კარგი ამბავი გვექნება – სეზონის დაწყებამდე კიდევ ორ მოთამაშეს დავიმატებთ. გასულ წელთან შედარებით ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციები გაუმჯობესებულია“, – ამბობს დირკ შუსტერი.

ქუთაისის „ტორპედო“ სეზონის დაწყებამდე ქუთაისში ივარჯიშებს, ხოლო ეროვნული ლიგის პირველ ტურში, 28 თებერვალს „რამაზ შენგელია არენაზე“ ლიგის დებიუტანტ „სპაერს“ მიიღებს.