ეროვნული ლიგა | ქუთაისის „ტორპედომ“ ჩემპიონი „იბერია“ დაამარცხა #1TVSPORT

23:05, 15.08.2026

ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ და უხვგოლიან დაპირისპირებაში ქუთაისის „ტორპედომ“ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გასულ „იბერიას“ უმასპინძლა და 4:3 დაამარცხა.

„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველ ნახევარში მასპინძელთა რიგებიდან თავი ფელიპე პირესმა (მე-6 წთ.), დათო ბუკიამ (მე-13 წთ.) და ლადო მამუჩაშვილმა (მე-40 წთ.) გამოიჩინეს, რასაც თბილისელებმა მხოლოდ გიორგი კუციას (21-ე წთ.) გოლით უპასუხეს.

შესვენების შემდეგ „იბერიის“ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (56-ე წთ.) გააძევა. ამის მიუხედავად, 10 მოთამაშით დარჩენილმა სტუმრებმა ამირან ძაგანიასა (65-ე წთ.) და ნიკა სიხარულაშვილის (76-ე წთ.) ზუსტი დარტყმებით წონასწორობა აღადგინეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს.

„ტორპედომ“ ბოლომდე იბრძოლა, დიეგო დეისაძის (83-ე წთ.) გოლით მაინც გაიმარჯვა და 21-ე ტურის შემდეგ 30 ქულით მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო „იბერიამ“ (34 ქულა) მესამე პოზიცია შეინარჩუნა.

მსგავსი