ეროვნული ლიგა | ქართულ „კლასიკოში“ „დინამო თბილისი“ „ტორპედოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | ქართულ „კლასიკოში“ „დინამო თბილისი“ „ტორპედოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-15 ტური ქართული „კლასიკოთი“ დაიწყო – „დინამო თბილისმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

„დინამო არენაზე“ პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებაზე დაახლოებით 8 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, ორივე გუნდის გულშემატკივარი აქტიურობდა, რაც სასიამოვნო ამბავი იყო – ასეთ ემოციური გულშემატკივარი ეროვნულ ლიგას თბილისში, დიდი ხანია, არ უნახავს.

ამან თამაშზეც გავლენა მოახდინა და გუნდები მეტი სტიმულით ათამაშდნენ.

ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე გავიდა. გიორგი არაბიძემ შეტევა საკუთარი საჯარიმოდან შესანიშნავი გადაცემით გაუგრძელა ფილიპე პერესს, რომელმაც კარიდან წინ გამოსულ „დინამოს“ მეკარე გიორგი ლორიას გვერდი აუარა და შორიდან ცარიელი კარი აიღო. თბილისელები თამაშის გადარჩენას შეეცადნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს და თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით პირველად დამარცხდნენ.

ეროვნულ ლიგაში გამართული 15 ტურის შემდეგ „დინამო თბილისი“ 22 ქულით მე-4 ადგილზე დარჩა, ხოლო ქუთაისის „ტორპედომ“ (26) მე-2 პოზიცია შეინარჩუნა და ლიდერ „იბერიასთან“ (27) ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.