ეროვნული ლიგა | ორი მატჩი ერთი სცენარით – „დინამომ“ მოიგო და ჩემპიონს გადაასწრო #1TVSPORT

22:40, 09.08.2026

ეროვნული ლიგის მე-20 ტური თბილისსა და წყალტუბოში გამართული შეხვედრებით დასრულდა, რომლებშიც ერთნაირი ანგარიში, 2:1 დაფიქსირდა.

„დინამო თბილისი“ გასვლაზე „სპაერთან“ პირველი ტაიმის შემდეგ 0:1 მარცხდებოდა – თავი 31-ე წუთზე ლაშა კოხრეიძემ გამოიჩინა. მაგრამ კობა კაკაშვილისა (73) და მათე ვაწაძის (75) გოლებით მნიშვენლოვანი სამი ქულა მოიპოვა. ამ მოგებით თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა 34 ქულა დააგროვა, „იბერიას“ (34 ქულა) დამატებითი მაჩვენებლებით გადაასწრო და მეორე ადგილზე გადავიდა.

ანალოგიური სცენარით განვითარდა მატჩი წყალტუბოს „26 მაისი – არენაზე“, სადაც ტყიბულის „მეშახტე“ ნომინალური მასპინძელი იყო „სამგურალთან“ დაპირისპირებაში და მე-6 წუთზე გიორგი ქანთარიას გოლით დაწინაურდა. მაგრამ ლაშა შერგელაშვილმა 23-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 88-ე წუთზე ირაკლი სირაძემ „სამგურალს“ გამარჯვება მოუტანა.

მსგავსი