ეროვნული ლიგა | ლიდერმა აუტსაიდერთან ქულები დაკარგა, „დილამ“ წყალტუბოში დამაჯერებლად გაიმარჯვა #1TVSPORT

21:16, 09.09.2026

ეროვნულ ლიგაში 25-ე ტური წყალტუბოსა და თბილისში გამართული შეხვედრებით დაიწყო და გათამაშების ლიდერმა ზედიზედ მესამედ ვერ მოიგო.

„რუსთავი“ „მიხეილ მესხი 2-ზე“ „სპაერს“ ესტუმრა და ერთ-ერთ აუტსაიდერთან მხოლოდ ქულას დასჯერდა 1:1.

26-ე წუთზე ანგარიში მასპინძელთა ნახევარმცველმა გოჩა ცირდავამ გახსნა, რასაც 33-ე წუთზე რუსთაველებმა ჟან სოუზა დე ალმეიდას ზუსტი დარტყმით უპასუხეს, მაგრამ სამი ქულის მოპოვება ვერ შეძლეს.

წყალტუბოს „სამგურალმა“ შინ გორის „დილა“ მიიღო და 1:3 წააგო. სტუმრებიდან თავი მამინ სანიანგიმ (21), შოთა შეყილაძემ (23) და და მოჰამედ კანტემ (49) გამოიჩინეს. „სამგურალიდან“ კი მეტოქის კარის აღება კლაუდიო სებოლინიამ (85) შეძლო.

ამ მატჩის შემდეგ „რუსთავმა“ 43 ქულა დააგროვა და მისი დაწევის რეალური შანსი გაუჩნდა ბათუმის „დინამოს“ (40), რომელიც დღეს მოქმედ ჩემპიონ „იბერიას“ უმასპინძლებს.

ეროვნული ლიგა
ბშ
  • 1
    რუსთავი რუსთავი
    25
    12
    7
    6
    10
    43
  • 2
    დინამო (ბათუმი) დინამო (ბათუმი)
    25
    12
    7
    6
    9
    43
  • 3
    დინამო (თბილისი) დინამო (თბილისი)
    23
    10
    8
    5
    9
    38
  • 4
    იბერია 1999 (თბილისი) იბერია 1999 (თბილისი)
    23
    11
    4
    8
    5
    37
  • 5
    დილა (გორი) დილა (გორი)
    24
    11
    3
    10
    6
    36
  • 6
    ტორპედო (ქუთაისი) ტორპედო (ქუთაისი)
    24
    8
    8
    8
    9
    32
  • 7
    სამგურალი (წყალტუბო) სამგურალი (წყალტუბო)
    25
    9
    5
    11
    -12
    32
  • 8
    გაგრა გაგრა
    24
    6
    9
    9
    -8
    27
  • 9
    სპაერი (თბილისი) სპაერი (თბილისი)
    25
    5
    10
    10
    -5
    25
  • 10
    მეშახტე (ტყიბული) მეშახტე (ტყიბული)
    24
    2
    9
    13
    -23
    15

მსგავსი