ეროვნული ლიგა | „იბერიამ“ უხვგოლიან დაპირისპირებაში „ტორპედო“ დაამარცხა #1TVSPORT

21:27, 26.10.2026

ეროვნული ლიგის 30-ე ტური სანახაობრივი შეხვედრით დასრულდა – „იბერიამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და, პირველ ტაიმში მოპოვებული სოლიდური უპირატესობის მიუხედავად, მინიმალური სხვაობით მოიგო – 3:2.

„მიხეილ მესხი არენაზე“ გამართული შეხვედრა თბილისელებმა შესანიშნავად დაიწყეს და შესვენებამდე ზვიად ნაჭყებიას (17), ამირან ძაგანიასა (27) და გიორგი ბერიძის გოლებით 3:0 დაწინაურდნენ.

ქუთაისელები მხოლოდ მეორე ტაიმში გააქტიურდნენ და ვლადიმერ მამუჩაშვილისა (49) და ფელიპე პირესის (68) ზუსტი დარტყმებით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს. მაგრამ თბილისელებმა გამარჯვება მაინც შეინარჩუნეს.

30 ტურის შემდეგ „იბერია“ 55 ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა და მხოლოდ ბათუმის „დინამოს“ (56) ჩამორჩება, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ (37) მე-7 პოზიციაზეა.

ეროვნული ლიგა
თ
გ
ფ
წ
ბშ
ქ
  • 1
    დინამო (ბათუმი) დინამო (ბათუმი)
    30
    16
    8
    6
    16
    56
  • 2
    იბერია 1999 (თბილისი) იბერია 1999 (თბილისი)
    30
    17
    4
    9
    12
    55
  • 3
    დინამო (თბილისი) დინამო (თბილისი)
    30
    15
    9
    6
    18
    54
  • 4
    რუსთავი რუსთავი
    30
    15
    7
    8
    10
    52
  • 5
    დილა (გორი) დილა (გორი)
    30
    12
    4
    14
    3
    40
  • 6
    სამგურალი (წყალტუბო) სამგურალი (წყალტუბო)
    30
    11
    5
    14
    -12
    38
  • 7
    ტორპედო (ქუთაისი) ტორპედო (ქუთაისი)
    30
    9
    10
    11
    7
    37
  • 8
    გაგრა გაგრა
    30
    6
    12
    12
    -17
    30
  • 9
    სპაერი (თბილისი) სპაერი (თბილისი)
    30
    5
    12
    13
    -11
    27
  • 10
    მეშახტე (ტყიბული) მეშახტე (ტყიბული)
    30
    3
    11
    16
    -26
    20

მსგავსი