ეროვნული ლიგა | გორის „დილამ“ „გაგრა“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში მე-11 ტური გორში დაიწყო – „დილამ“ „გაგრას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართული დაპირისპირება სტუმრებისთვის უიღბლოდ დაიწყო. მე-10 წუთზე გიორგი გაბედავა მეტოქეს ეუხეშა, რის გამოც მთავარი არბიტრისგან წითელი ბარათი მიიღო, ხოლო „გაგრამ“ დარჩენილი 80 წუთი 10 მოთამაშით ჩაატარა.
„დილამ“ რიცხობრივი უპირატესობით კარგად ისარგებლა. მე-20 წუთზე ანგარიში ოთარ ფარულავამ გახსნა, ხოლო 90+7-ე წუთზე გორელების იერიში არუნა უატარამ დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
12 ტურის შემდეგ გორის „დილამ“ 23 ქულა დააგროვა და მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო „გაგრა“ (10 ქულა) მე-8 ადგილზე დარჩა.