ეროვნული ლიგა განახლდა – „რუსთავმა“ „ტორპედო“ დაამარცხა #1TVSPORT

22:30, 07.08.2026

ორთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ლიგაში სეზონი განახლდა – „რუსთავმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

„დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში რუსთაველები სწრაფად დაწინაურდნენ – მე-12 წუთზე ქუთაისელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ჟან სოუზა დე ალმეიდამ გოლად გარდასახა და, როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ „რუსთავმა“ 35 ქულა დააგროვა, ლიდერ „იბერიას“ (34) გადაასწრო და პირველ ადგილზე დაწინაურდა. ქუთაისის „ტორპედომ“ (27) კი სამეულთან ჩამორჩენის შემცირების შანსი ხელიდან გაუშვა და მე-4 პოზიციაზე დარჩა.

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის დარჩენილი მატჩები 8 და 9 აგვისტოს გაიმართება. ევროთასებზე მონაწილეობის გამო „იბერიას“ გორის „დილასთან“ მატჩი გადაუდეს.

ტური 20

შაბათი, 8 აგვისტო

21:00 დინამო ბთ. – გაგრა

კვირა, 9 აგვისტო

17:00 მეშახტე – სამგურალი

20:00 ​სპაერი – დინამო თბ.

მსგავსი