ეროვნული ლიგა | „გაგრისა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-15 ტური „გაგრისა“ და „დინამო თბილისის“ დაპირისპირებით დასრულდა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დამთავრდა.
„პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ მატჩში ანგარიში მასპინძლებმა მე-14 წუთზე გახსნეს – „გაგრის“ შემტევმა, გიორგი ხარებაშვილმა თბილისელთა მეკარეს დაასწრო და ზუსტად დაარტყა. სტუმრებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს, „დინამოს“ შეტევა მე-18 წუთზე მათე ვაწაძემ დააგვირგვინა.
ამის შემდეგ ორივე გუნდმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. სტატისტიკას მხოლოდ წითელი ბარათები შემორჩა – 44-ე წუთზე თბილისელთა გამოცდილმა ნახევარმცველმა, ჯაბა კანკავამ დათო გოცირიძესთან იუხეშა და მოედანი დატოვა. 78-ე წუთზე კი თავად გოცირიძემ იუხეშა „დინამოელ“ მუხრან ბაგრატიონთან, რის გამოც წითელი ბარათი მასაც ერგო.
15 ტურის შემდეგ „გაგრამ“ 16 ქულით მე-6 პოზიცია შეინარჩუნა, ხოლო „დინამო თბილისმა“ ბათუმის „დინამოსთან“ (24) სხვაობა მაინც გაზარდა და სამეულში რჩება.