ეროვნული ლიგა | „გაგრამ“ „თელავი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „გაგრამ“ „თელავი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-17 ტურში „გაგრამ“ აუტსაიდერ „თელავს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0.

„მიხეილ მესხი არენაზე“ გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი ასეთ დასასრულზე არ მიუთითებდა. გუნდებმა იბრძოლეს, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს და შესვენებამდე უგოლო ფრე დაფიქსირდა.

გიორგი ონიანის გუნდმა მეორე ნახევარი შესანიშნავად ჩაატარა. ანგარიში „გაგრის“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა, პედრო ბორხესმა 59-ე წუთზე გახსნა, უპირატესობა გიორგი ხარებაშვილმა (84-ე წუთზე) გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე ილია კაციაშვილმა (90+4) დააფიქსირა.

17 ტურის შემდეგ მოპოვებული 20 ქულით „გაგრა“ მე-6 ადგილზეა, „თელავი“ (12) კი – ბოლო პოზიციაზე.