ეროვნული ლიგა | „გაგრამ“ ათკაციანი გორის „დილა“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „გაგრამ“ ათკაციანი გორის „დილა“ დაამარცხა #1TVSPORT

„გაგრამ“ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში გორის „დილას“ უმასპინძლა და კაცნაკლულ მეტოქესთან დამაჯერებლად გაიმარჯვა – 2:0.

„დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მთავარი ამბები შესვენების შემდეგ მოხდა.

„გაგრა“ 64-ე წუთზე კლაუდინეიმ დააწინაურა.

„დილამ“ დიდი ძალებით შეუტია, მაგრამ 81-ე წუთზე მომხდარმა თამაშის მსვლელობაზე დიდი გავლენა მოახდინა: „დილას“ ბრაზილიელი მცველი ჟოაო არაუჟო მოედნიდან გააძევეს, „გაგრამ“ კი რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა – მეორედ სტუმრებს ანდრეი ანდრეიჩუკმა (86 წუთზე) გაუტანა.

„გაგრამ“ 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 15 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-9 ადგილზე დარჩა, მაგრამ კონკურენტებთან სხვაობა შეამცირა, გორის „დილა“ (20 ქულა) კი მე-5 პოზიციაზეა.