ეროვნული ლიგა | „გაგრამ“ ახალი ფორმა წარადგინა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა, „გაგრამ“ ახალი ფორმის პრეზენტაცია გამართა. „ტერმინალში“ ჩატარებული ღონისძიება კლუბის პრეზიდენტმა, ბესიკ ჩიხრაძემ გახსნა.
მან ქართულ საფეხბურთო საზოგადოებას ახალი, ქალაქ გაგრის არქიტექტურით შთაგონებულ სპეციალური ფორმა წარუდგინა. საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ბოლო პერიოდში განხორციელებულ სპორტულ რეფორმებზე და განვითარების ახალ ეტაპზე.
„სანამ ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი და გაგრა, მანამდე ის არაა დაკარგული. ეს პრეზენტაციაც და 2004 წელს „გაგრის“ დაფუძნებაც ამ ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას ემსახურება. ჩვენი კლუბი აუცილებლად უნდა არსებობდეს და მჯერა, აფხაზეთშიც აუცილებლად დავბრუნდებით“, – ამბობს „გაგრის“ პრეზიდენტი.
