ეროვნული ლიგა | ფრე „ტორპედოსა“ და „გაგრას“ შეხვედრაში #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 25-ე ტურის მორიგ დაპირისპირებაში „გაგრამ“ ქუთაისის „ტორპედო“ „პეტრიაშვილი არენაზე“ მიიღო და ქულა მოიპოვა – 1:1.
თამაში ქუთაისელებისთვის უკვე ტრადიციად ქცეული სცენარით წარიმართა – ანგარიში გახსნეს, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. 21-ე წუთზე კომნენ ანდრიჩის დარტყმული ბურთი ზურაბ ჭავჭანიძემ საკუთარ კარში ჩაჭრა და „ტორპედო“ დაწინაურდა.
„გაგრამ“ მატჩის მიწურულს წონასწორობა აღადგინა – გურამ გოშთელიანმა ბურთი საჯარიმოში მიიღო და რთული პოზიციიდან კარის ბადე შეარხია. მასპინძლები 87-ე წუთზე 10 მოთამაშით დარჩნენ – მსაჯთან კამათისთვის „გაგრის“ კაპიტანმა, მათე ცინცაძემ ჯერ ყვითელი ბარათი მიიღო, რამდენიმე წამში კი – წითელი.
ეროვნული ლიგა