ეროვნული ლიგა დასრულდა – სამეული დაკომპლექტდა, პლეი აუტის მონაწილეები ცნობილია #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში გამართული ბოლო ტურის შემდეგ საბოლოო ცხრილი დაკომპლექტდა – ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ვინ დაიკავებდა მეორე ადგილს და ვინ მოხვდებოდა პლეი აუტის ზონაში.
ეროვნული ლიგა | ბოლო ტური
„დილა“ – „კოლხეთი“ 1:2
„დინამო“ (თბ) – „გაგრა“ 0:1
„სამტრედია“ – „დინამო“ (ბთ) 0:1
„ტორპედო“ – „თელავი“ 1:0
„იბერია“ – „სამგურალი“ 1:1
საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია“ გახდა, მეორე ადგილი ქუთაისის „ტორპედომ“ დაიკავა, მესამე კი გორის „დილამ“.
ახალ სეზონს ლიგა 2-ში დაიწყებს „სამტრედია“, ხოლო მთავარ ქართულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი აუტში „გაგრა“ და „თელავი“ ითამაშებენ – 12 და 16 დეკემბერს „თელავი“ „რუსთავს“ დაუპირისპირდება, „გაგრა“ კი ბოლნისის „სიონს“.
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა
| ადგ. | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
| 1 | იბერია | 36 | 23 | 6 | 7 | 74-46 | 75 |
| 2 | ტორპედო | 36 | 21 | 7 | 8 | 58-40 | 70 |
| 3 | დილა | 36 | 19 | 11 | 6 | 58-30 | 68 |
| 4 | დინამო (ბთ) | 36 | 15 | 10 | 11 | 42-41 | 55 |
| 5 | სამგურალი | 36 | 11 | 11 | 14 | 51-49 | 44 |
| 6 | კოლხეთი 1913 | 36 | 9 | 14 | 13 | 48-58 | 41 |
| 7 | დინამო (თბ) | 36 | 9 | 12 | 15 | 33-44 | 39 |
| 8 | გაგრა | 36 | 11 | 5 | 20 | 36-53 | 38 |
| 9 | თელავი | 36 | 8 | 10 | 18 | 32-43 | 34 |
| 10 | სამტრედია | 36 | 5 | 12 | 19 | 33-61 | 27 |