ეროვნული ლიგა | ცხრა კაცით დარჩენილმა „იბერიამ“ „მეშახტე“ დაამარცხა და ლიდერობა დაიბრუნა #1TVSPORT

22:25, 23.06.2026

თბილისის „იბერიამ“ ეროვნული ლიგის მეორე წრე მოგებით დაიწყო. ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ტყიბულის „მეშახტე“ დაამარცხა 2:1, კონკურენტი „რუსთავის“ წაგებით ისარგებლა და ლიდერობა დაიბრუნა.

„მიხეილ მესხი – არენაზე“ გამართული შეხვედრა მოქმედი ჩემპიონისთვის უიღბლოდ წარიმართა. მასპინძლებს ორი ყვითელი ბარათისთვის 51-ე წუთზე ჯერ ვახო ბედოშვილი გაუძევეს, ხოლო 83-ე წუთზე – პაატა ღუდუშაურიც.

ამის მიუხედავად, „იბერიამ“ ნიკა დადიანის და ვაჰიდ სელიმოვიჩის გოლებით დაძაბული დაპირისპირების მოგება შეძლო. „მეშახტიდან“ კი პენალტით თავი გამოცდილმა თავდამსხმელმა, ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინა.

19 ტურის შემდეგ „იბერიამ“ 34 ქულა დააგროვა, „რუსთავს“ (32) ისევ გადაასწრო და ლიდერობა დაიბრუნა, ხოლო ტყიბულის „მეშახტე“ (11) ბოლო, მე-10 პოზიციაზეა.

მსგავსი