ეროვნული ლიგა | ბათუმის „დინამოსა“ და „გაგრის“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT

23:10, 08.08.2026

ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის სეზონი „გაგრასთან“ საშინაო მატჩით განაახლა და, დასაწყისში მოპოვებული უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ ქულას დასჯერდა – 2:2.

პირველ ტაიმში დმიტრი მანდრიჩენკოსა და ლუკა წულუკიძის მიერ ეფექტურად შესრულებული პენალტის წყალობით, მასპინძლებმა შესვენებამდე კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.

შესვენების შემდეგ „გაგრა“ გააქტიურდა. 68-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა მცველმა, ზურაბ ჭავჭანიძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო 87-ე წუთზე ვანდერსონ სილვამ ყოფილ გუნდს გაუტანა და წონასწორობა აღადგინა.

20 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 28 ქულა დააგროვა, ქუთაისის „ტორპედოს“ (27 ქულა) გადაასწრო და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. „გაგრა“ კი 23 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი