ეროვნული ლიგა | ბათუმის „დინამომ“ კონკურენტებთან უპირატესბა გაზარდა #1TVSPORT

22:30, 17.10.2026

ბათუმის „დინამომ“ ეროვნულ ლიგაში „გაგრა“ 3:1 დაამარცხა და წაუგებელი თამაშების სერია 13-მდე გაზარდა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა – პაულო ვიტორისაა და მაურიდესის გოლებით შესვენებამდე ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა.

„გაგრამ“ მეორე ტაიმში გაიბრძოლა, 67-ე წუთზე დავით მუჯირის მიერ გატანილი პენალტით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ნიკა კალანდარიშვილმა მასპინძლებს მესამეც გაუტანა და ბათუმელებმა დამაჯერებლად მოიგეს.

ბათუმის „დინამომ“ 53 ქულა დააგროვა, მეორეადგილოსან „რუსთავთან“ (49) და „იბერიასთან“ (49) უპირატესობა ოთხ ქულამდე გაზარდა.

მსგავსი