ეროვნული ლიგა 2 | „რუსთავში“ სამი ახალწვეული წარადგინეს #1TVSPORT

10:15, 19.01.2025

საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“, რომელიც ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას ცდილობს, სეზონისთვის ემზადება და კიდევ სამი მოთამაშით გაძლიერდა.

კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, ერთ-ერთი ახალწვეული რომან ჩაჩუაა – 27 წლის მარჯვენა მცველი, რომელმაც კარიერა ქობულეთის „შუქურაში“ დაიწყო, უთამაშია „სამტრედიაში“, ბოლნისის „სიონში“, „იბერიაში“, ბოლო ორი სეზონი კი თბილისის „ლოკომოტივში“ გაატარა.

საფეხბურთო კლუბ „რუსთავში“ ასევე ითამაშებს ფლანგის შემტევი ნახევარმცველი, ლევან წოწონავა. გამოცდილი ფეხბურთელი მარტვილის „მერანის“ აღზრდილია, „დინამო თბილისსა“ და გორის „დილაშიც“ უთამაშია. რუსთაველებს კი ხობის „კოლხეთიდან“ შემუერთდა.

მესამე ახალწვეული ლევან შოვნაძეა. 27 წლის მეკარემ კარიერა ბათუმის „დინამოში“ დაიწყო, შემდეგ ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა და ეროვნული ნაკრების კანდიდატი გახდა. 2022 წლიდან კონტრაქტი საფეხბურთო კლუბ „სამგურალის“ ეკუთვნოდა, მაგრამ 2024 წელს იჯარით ჯერ „გაგრაში“ ითამაშა, შემდეგ კი „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი