ეროვნული ლიგა 2 | ლიდერების შეხვედრაში „რუსთავმა“ გაბედავას დუბლით გაიმარჯვა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 | ლიდერების შეხვედრაში „რუსთავმა“ გაბედავას დუბლით გაიმარჯვა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-12 ტური „ლოკომოტივისა“ და „დინამო თბილისი 2“-ის შეხვედრით დასრულდა. „მიხეილ მესხი 2“-ზე ჩატარებული მატჩი სტუმრებმა 4:2 მოიგეს.

„ლოკომოტივმა“ ორჯერ მოახერხა წონასწორობის აღდგენა და ორივეჯერ ეს მამია გავაშელიშვილმა შეძლო, მაგრამ „დინამომ“ გიორგი მეფარიშვილის და დავით გოცირიძის გოლებით მაინც გაიმარჯვა.

ლიდერების დაპირისპირებაში „რუსთავმა“ ბოლნისის „სიონი“ 3:1 დაამარცხა. გადამწყვეტი როლი მასპინძელთა გამოცდილმა თავდამსხმელმა, გიორგი გაბედავამ (42, 45+1) ითამაშა, რომელმაც შესვენებამდე დუბლი შეასრულა.

„არაგვი“ „სპაერთან“ დამარცხდა და გასავარდნთა ზონას თავი ვერ დააღწია.

ეროვნული ლიგა 2 I მე-12 ტური:

„არაგვი“ 1:2 „სპაერი​“

„გარეჯი“ 1:1 „ვიტ ჯორჯია“

ხობის „კოლხეთი“ 2:1 „შტურმი“

„რუსთავი“ 3:1 ბოლნისის „სიონი“

„ლოკომოტივი“ 2:4 „დინამო თბილისი 2“