ეროვნული ლიგა 2 I ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ფოთის „კოლხეთმა“ ბოლნისის „სიონი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში მე-13 ტურის ცენტრალურ შეხვედრას „ფაზისი არენამ“ უმასპინძლა. ფოთის „კოლხეთი“ ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
მე-17 წუთზე „კოლხეთის“ ვეტერანმა შემტევმა, დათა სიჭინავამ უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა და ფოთელები უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში დააწინაურა. ლუკა ქოქოსაძის გოლით ბოლნისელებმა წონასწორობა 58-ე წუთზე აღადგინეს.
ხუთ წუთში „სიონი“ კაცნაკლული დარჩა. სტუმართა საჯარიმოში მამია გავაშელიშვილის წაქცევისთვის მსაჯმა თემურ ბექაურზე ბოლო იმედის ჯარიმა დააფიქსირა და მოედნიდან გააძევა. ბოლნისელთა კარში დანიშნული პენალტით დათა სიჭინავამ „კოლხეთი“ ისევ წინ გაიყვანა, მატჩის 85-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში ვალერი ოლხოვმა დააფიქსირა – 3:1.
ფოთის „კოლხეთი“ ეროვნულ ლიგა 2-ში 25 ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა. ფოთელებმა ხობის „კოლხეთსა“ (23) და „სპაერს“ (23) გადაასწრეს, ბოლნისის „სიონი“ ისევ (22) მეხუთე ადგილზე დარჩა. გათამაშებას ერთპიროვნულად საგარეჯოს „გარეჯი“ (32 ქულა) ლიდერობს.