ეროვნული ლიგა 2 | გათამაშების ლიდერი ბოლნისის „სიონი“ გახდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 | გათამაშების ლიდერი ბოლნისის „სიონი“ გახდა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა და გათამაშების ლიდერი ბოლნისის „სიონი“ გახდა.

ბოლნისელებმა დედაქალაქში, „მიხეილ მესხი 2“-ზე თბილისის „ლოკომოტივი“ 4:2 დაამარცხეს. მოულოდნელად, ბოლო ადგილზე მყოფმა ხობის „კოლხეთმა“ კი საკუთარ მოედანზე „რუსთავს“ სძლია.

„გარეჯმა“ საგარეჯოში 4 :1 დაამარცხა სართიჭალის „შტურმი“ და ლიდერთა სამეულს მიუახლოვდა. „სპაერმა“ კი „დინამო 2“-ის ძლევით გასავარდნთა ზონას თავი დააღწია.

ეროვნული ლიგა 2 | მე-14 ტური:

„ლოკომოტივი“ 2 : 4 „სიონი“

„სპაერი“ 2 : 1 “დინამო თბილისი 2„

„კოლხეთი“ 2 : 0 „რუსთავი“

„გარეჯი“ 4 : 1 „შტურმი“

„არაგვი“ 6 : 2 „ვიტ ჯორჯია“