ეროვნული ლიგა 2 განახლდა - „სამტრედიამ“ ერთ-ერთი ლიდერი დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 განახლდა - „სამტრედიამ“ ერთ-ერთი ლიდერი დაამარცხა #1TVSPORT

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება განახლდა. მას შემდეგ, რაც ზუგდიდის „დინამო“ და თბილისის „შევარდენი“ გარიგებულ თამაშებში ეჭვების გამო მოკვეთეს, გათამაშებაში მხოლოდ 8 გუნდი დარჩა.

 

სამტრედია 3:1 მერანი მრ.

„სამტრედიამ“ გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი დამაჯერებლად დაამარცხა. მარტვილის „მერანთან“ შეხვედრაში ანგარიში 44-ე წუთზე ზურაბ ღირდალაძემ გახსნა, გუნდის უპირატესობა 48-ე წუთზე დავით კირკიტაძემ გაზარდა. 79-ე წუთზე არბიტრმა სტუმართა მოთამაშე დავით ლომთაძე გააძევა და ამით „სამტრედიამ“ კიდევ ერთხელ ისარგებლა – 87-ე წუთზე სირილ ჩამბამ „მერანის“ კარი მესამედ აიღო. მარტვილელებიდან პრესტიჟის გოლი 90+4-ე წუთზე მალხაზ გაგოშიძემ გაიტანა.

მერანმა“ უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.

 

ვიტ ჯორჯია 0:2 გარეჯი

საგარეჯოელებმა „ვიტ ჯორჯია“ დამაჯერებლად დაამარცხეს. მასპინძლები მე-15 წუთზე ფელიპე პაიმიმ დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში გურამ ხარებავამ (48) დააფიქსირა და აუტსაიდერს ძვირფასი 3 ქულა მოუპოვა.

 

სპაერი 2:1 რუსთავი

ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი„სპაერისთვის“ მატჩი იღბლიანად დაიწყო. გუნდი მე-8 წუთზე ლევან პაპავამ დააწინაურა, 53-ე წუთზე კი არბიტრმა „რუსთავის“ მოთამაშე ავთანდილ გუჯაბიძე გააძევა. მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობა ოთხ წუთში გამოიყენეს და კობა ქებურიამ „სპაერის“ უპირატესობა გაზარდა. 89-ე წუთზე გიგა სამხარაძემ სხვაობა შეამცირა, მაგრამ „სპაერმა“ გამარჯვება შეინარჩუნა და მესამე ადგილზე დაწინაურდა.