ეროვნული კინოცენტრი საკონკურსო ფონდების დაფინანსებას ზრდის
ეროვნული კინოცენტრი საკონკურსო ფონდების დაფინანსებას ზრდის

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი სამი კონკურსის ფონდის დაფინანსებას ზრდის. ცვლილების შესახებ ინფორმაციას ცენტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კინოცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებული ცნობებით, ამ ეტაპზე, დაფინანსება გაიზარდა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოებისა და სრულმეტრაჟიანი სადებიუტო მხატვრული ფილმის კონკურსისთვის.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანების თანახმად, სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმის 2019-2020 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის ბიუჯეტი 200 000 ათასი ლარით გაიზარდა. გასულ წელს საკონკურსო ფონდი სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმის წარმოებისთვის 1 000 000-ით იყო განსაზღვრული.

200 000 ლარით გაიზარდა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კო-პროდუქციის წარმოების დაფინანსებაც. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების 2019 წელს დაფინანსების კონკურსის პირობებში შეტანილი ცვლილების თანახმად საკონკურსო ფონდმა 1 100 000 ლარი შეადგინა.

„სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსებისთვის კი ეროვნული კინოცენტრი კონკურსისთვის 100 000 ლარით მეტს, 1 100 000 ლარს გამოყოფს.

გაიზარდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დაფინანსებაც 2 845 000 ლარით და 7 545 000 ლარი შეადგინა.

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ბიუჯეტი 2017-წელს – 4 700 000, 2018-წელს კი – 6 245 000 ლარი იყო.

დატოვე კომენტარი