ეროვნული კინოცენტრი ოსკარის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას იწყებს

18:00, 24.07.2018

ეროვნული კინოცენტრი ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად განაცხადების მიღებას იწყებს.

ამერიკის კინოაკადემიამ თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეირჩეს საქართველოდან ოსკარის უცხოენოვანი ​ფილმის ნომინაციისთვის  2018 წლის კანდიდატი ფილმი. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

კანდიდატი ფილმის შესარჩევად განაცხადების  მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 3 აგვისტო.

საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს.

კომისიის წევრებისათვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება აგვისტოს ბოლოს გაიმართება.

მსგავსი