ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდს ანთიმოზ ივერიელის მიერ რუმინულ ენაზე გამოცემული სახარება შეემატა
ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდს ანთიმოზ ივერიელის მიერ რუმინულ ენაზე გამოცემული სახარება შეემატა

ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდს უმნიშვნელოვანესი ექსპონატი, ანთიმოზ ივერიელის მიერ რუმინეთში, სნაგოვოში 1697 წელს რუმინულ ენაზე გამოცემული სახარება შეემატა.

„საქართველოში, ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში ანთიმოზ ივერიელის მიერ დაბეჭდილი წიგნი დაიდებს ბინას – სნაგოვში 1697 წელს გამოცემული სახარება რუმინულ ენაზე. წიგნი რუმინეთში აღმოჩნდა და მოლაპარაკებების შედეგად შევიძინეთ. მისი პირველადი რესტავრაცია დასრულდა და უკვე შეგვიძლია, საზოგადოებას ვამცნოთ ეს ისტორიული ამბავი“, – განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ.

დღემდე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანთიმოზ ივერიელის არც ერთი გამოცემა არ ყოფილა დაცული. 1697 წელს სნაგოვში ანთიმოზ ივერიელის მიერ დაარსებულ სტამბაში დაბეჭდილი „სახარება“ საშუალებას მისცემს ქართველ მკვლევრებს, ვახტანგ მეექვსისა და ანთიმოზ ივერიელის გამოცემების შედარებაზე იმუშაონ.

1697 წლის სახარება წიგნის მუზეუმში გამოიფინება, სადაც მისი ნახვა ყველა მსურველს შეეძლება.