ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ რესურსებზე წვდომის მიზნით, განათლების სამინისტროსა და ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა
ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ რესურსებზე წვდომის მიზნით, განათლების სამინისტროსა და ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ რესურსებზე წვდომის მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს​ა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ახალ პლატფორმაზე ყველა ელექტრონული რესურსი განთავსდება. მომხარებელს საშუალება ექნება, ყველა სფეროში არსებული ლიტერატურა ერთ პლატფორმაზე მოიძიოს. კერძოდ, წიგნების, პერიოდული გამოცემების, კარტოგრაფიული გამოცემების, დისერტაციებისა და რეფერატების, საარქივო დოკუმენტების, გაზეთისა და ჟურნალის სტატიების, სანოტო და აუდიოგამოცემების მოძიებას EL.ge-ზე დარეგისტრირების შემდეგ შეძლებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება და განათლების სფეროში მისი მაქსიმალურად ინტეგრირება. ჩვენ დავიწყეთ პროექტი, რომელიც გულისხმობს ერთიანი ციფრული ბიბლიოთეკის შექმნას, რომელიც გამოცხადებული იყო ჩვენი რეფორმების ფარგლებში. მემორანდუმი გულისხმობს, რომ ეს გახდება ეროვნული პროექტი. დავიწყებთ ციფრული ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის. ეს იქნება, სტუდენტი, მოსწავლე, მეცნიერ-თანამშრომელი. პლატფორმა უკვე ფუნქციონირებს, ატვირთულია ასობით მასალა და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად მოხდება ყოველდღიურ რეჟიმში გამდიდრდება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.