ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ერთიანი ევროგადახდის სივრცეში გაწევრიანებისთვის აუცილებელ საკანონმდებლო პაკეტზე დიდი ხანია მუშაობენ
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ერთიანი ევროგადახდის სივრცეში გაწევრიანებისთვის აუცილებელ საკანონმდებლო პაკეტზე დიდი ხანია მუშაობენ

სამივე კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება უკავშირდება საქართველოს სურვილს და ამბიციას, რომ გაერთიანდეს ევროკავშირის ერთიან საგადახდო სისტემაში, იგივე SEPA-ს საგადახდო სისტემაში, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.

მისი თქმით, კანონები საკმაოდ დახვეწილად არის მომზადებული.

„ჩვენ ამ კანონპროექტების მიღების შემდგომ შევიტანთ აპლიკაციას და იმედი გვაქვს, რომ ნოემბერში განიხილავენ ჩვენს აპლიკაციას და დადებითი პასუხით დააკმაყოფილებენ. კანონპროექტები არ შემუშავდა მოკლე ვადაში. ისინი უკვე დიდი ხანია შემუშავებულია. ბაზართან მიდიოდა საკმაოდ ხანგრძლივი განხილვები, ასევე, სხვადასხვა ექსპერტებთან, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტებთან. შესაბამისად, კანონები საკმაოდ დახვეწილად არის მომზადებული“, – პაპუნა ლეჟავა.