ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

16:27, 22.07.2020

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე დღეს 40 000 000 აშშ დოლარი გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0585 შეადგინა.

ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მეცხრე სავალუტო ინტერვენციაა. ცენტრალურმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 269 650 000 დოლარი გაყიდა.

მსგავსი