ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე დღეს 40 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა
ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე დღეს 40 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე დღეს 40 000 000 აშშ დოლარი გაიყიდა.

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგი უწყებამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4563 შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ  კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შოკი და პანდემიის მომავალი განვითარებისა და საქართველოს ეკონომიკაზე მისი გავლენის მოლოდინები ­­ბოლო დღეების განმავლობაში სავალუტო ბაზარზე გაზრდილ მერყეობაშიც აისახა. ამავე განცხადებაში იყო დაანონსებული, რომ სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, ეროვნული ბანკი აუქციონზე დღეს 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდდა.

ამასთან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღემდე ორი ინტერვენცია განახორციელა, ერთად 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.