ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 39 570 000 აშშ დოლარი გაიყიდა, საშუალო შეწონილმა კურსმა 3.3947 შეადგინა
ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 39 570 000 აშშ დოლარი გაიყიდა, საშუალო შეწონილმა კურსმა 3.3947 შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 39 570 000 აშშ დოლარი გაიყიდა.

სებ-ის მიერ დღეს გამართულ აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იყო 50 მლნ აშშ დოლარი.

ეროვნული ბანკის ცნობით, ვაჭრობის შედეგად, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3947 შეადგინა.

მიმდინარე წელს ეს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული პირველი სავალუტო ინტერვენციაა. ბოლო სავალუტო ინტერვენცია, 60 მლნ აშშ დოლარის მოცულობით, სებ-მა გასული წლის 30 სექტემბერს განახორციელა.

დატოვე კომენტარი