ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 25 400 000 აშშ დოლარი გაიყიდა

16:25, 15.04.2021

2021 წლის 15 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი.

აუქციონზე გაიყიდა 25 400 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4353 შეადგინა.

წელს ეს რიგით მე-6 ინტერვენციაა ეროვნული ბანკის მხრიდან. ჯამში ცენტრალურმა ბანკმა 2021 წელს 212 900 000 დოლარი გაყიდა.

მსგავსი