ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 25.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა
ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 25.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა

2020 წლის ნოემბერში, ეროვნული ბანკის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 25.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო რეზერვებზე კლების მიმართულებით იმოქმედა ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებმა და მთავრობის სავალუტო ხარჯებმა.

მათივე ინფორმაციით, ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა ოთხი ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად, სავალუტო ბაზარზე 173 750 000 დოლარი გაყიდა.

30 ნოემბრისთვის, საერთაშორისო რეზერვების მთლიანი მოცულობა 3 751 მლრდ დოლარია.