ეროვნული ბანკის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა
ეროვნული ბანკის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა

ეროვნული ბანკის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 3 მილიარდ 289 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით 201 მილიონით მეტია.

ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 3 მილიარდ 089 მილიონი დოლარი, ხოლო სესხების სპეციალური უფლებების (SDR) მოცულობა 200 მილიონი დოლარია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრიტერიუმით, საქართველოში სავალუტო რეზერვები ე.წ. ადეკვატურობის მინიმალურ დონესთან შედარებით დაბალ ნიშნულზეა, ამის გამო ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვას ახორციელებს. 2017-2018 წლებში ბანკმა 327 მილიონი დოლარი შეისყიდა.