ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ეკატერინე მიქაბაძე, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე იქნება
ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ეკატერინე მიქაბაძე, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე იქნება

ეროვნული ბანკი საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე გახდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ამასთან, სებ-ის საბჭოს ახლადარჩეული წევრი ნინო ჯელაძე ეროვნული ბანკის აღმასრულებელ რგოლში გადაინაცვლებს და ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იქნება.

შეგახსენებთ, გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათია თურნავა სებ-ის პრეზიდენტად დანიშნა. ნათია თურნავას კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილს სებ-ის საბჭომ წარუდგინა, რომლის ოთხი ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა 6 თებერვალს დაამტკიცა.

სებ-ის საბჭო ცხრა წევრითაა დაკომპლექტებული.