ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან გარდაცვლილი მამაკაცი მათი თანამშრომელი იყო

00:23, 14.06.2020

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან გარდაცვლილი მამაკაცი მათი თანამშრომელი იყო.

ეროვნული ბანკი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

„ძალიან სამწუხარო ამბავი… გუშინ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით (COVID-19) ეროვნული ბანკის თანამშრომელი გარდაიცვალა.

ეროვნული ბანკი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსისგან მეთოთხმეტე პაციენტი, 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ უკვე აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეც.

მსგავსი