ეროვნული ბანკი წელს კიდევ სამ საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ეროვნული ბანკი წელს კიდევ სამ საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

ეროვნული ბანკი წელს კიდევ სამ საკოლექციო მონეტას გამოუშვებს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთი საკოლექციო მონეტა სახელმწიფო ბანკის დაარსებიდან 100 წლისთავს მიეძღვნება.

ასევე, საკოლექციო დანიშნულების მონეტა იქნება გამოშვებული იაპონიაში დაგეგმილი მსოფლიო სარაგბო ჩემპიონატისთვის, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. კიდევ ერთი მონეტა ევროპის საბჭოს დაარსებიდან 70 წლისთავს და ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავს მიეძღვნება.

დღეს ეროვნულმა ბანკმა პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკის გამოშვების 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა წარადგინა.

დატოვე კომენტარი