ეროვნული ბანკი ტოკიოს ოლიმპიადის თემაზე საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ეროვნული ბანკი ტოკიოს ოლიმპიადის თემაზე საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

2020 წელს იაპონია ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყანა იქნება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკის ცნობით, ოლიმპიადასთან დაკავშირებით იგეგმება საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის გამოშვება, რაც მიზნად ისახავს სპორტული ასპარეზობების ხელშეწყობასა და საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო არენაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების თემაზე საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად ღია კონკურსს აცხადებს. კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.