ეროვნული ბანკი - თებერვალში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - თებერვალში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2022 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 1.09 მლრდ ლარით, ანუ 2.58 პროცენტით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 43.25 მლრდ ლარი შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 117.60 მლნ ლარით, ანუ 0.56 პროცენტით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 970.22 მლნ ლარით, ანუ 4.58 პროცენტით გაიზარდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.57 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 1.61 პროცენტით ნაკლებია, ხოლო უცხოური ვალუტით 13.82 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 4.83 პროცენტითაა გაზრდილი.

მათივე ცნობით, 2022 წლის თებერვლის განმავლობაში 2.57 პროცენტით, ანუ 551.95 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის 21.99 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 48.79 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.98 პროცენტული პუნქტით.