ეროვნული ბანკი - საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების აქტივების მოცულობამ 450 მილიონ ლარს გადააჭარბა
ეროვნული ბანკი - საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების აქტივების მოცულობამ 450 მილიონ ლარს გადააჭარბა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარი დინამიკურად ზრდას განაგრძობს.

სებ-ის ცნობით, მნიშვნელოვანი ზრდით გამოირჩეოდა 2025 წელი, როდესაც საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების ჯამური მოცულობა წინა წელთან შედარებით 2.3-ჯერ გაიზარდა და 459 მილიონ ლარს მიაღწია.

2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მიერ 11 აქტივების მმართველი კომპანია და 21 საინვესტიციო ფონდი იყო რეგისტრირებული.

„აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქმიანობას საქართველოში „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი და ეროვნული ბანკის მიერ მის საფუძველზე შემუშავებული ჩარჩო არეგულირებს. ახალი ჩარჩო ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიათა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ძირითად პრინციპებზეა დაფუძნებული“, – აღნიშნავენ სებ-ში.