ეროვნული ბანკი – საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკი სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე, Nasdaq Calypso-ს სისტემაში მოახდენს

11:11, 21.07.2026

საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკი („საქართველოს ბანკი“, „თიბისი“, „ლიბერთი ბანკი“, „ტერაბანკი“ და „ბაზისბანკი“) სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე – Nasdaq Calypso-ს სისტემაში მოახდენს და ამ სიახლეს Nasdaq-ის მომხმარებელს ნიუ იორკში, თაიმს სქვერზე გამოფენილი ბანერით ამცნობს.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, Nasdaq Calypso-ს საზიარო პლატფორმა საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ეგიდით დაინერგა და საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს.

„აღნიშნული ინიციატივა, რომელიც „საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის“ (GMAP) ფარგლებში ხორციელდება და რომელსაც კოორდინაციას უწევს „საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია – Georgian Financial Markets Treasuries Association – GFMTA, წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარების გზაზე.

Nasdaq-თან პარტნიორობა წარმოადგენს საქართველოს კომერციული ბანკების ტრანსფორმაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს და ხელს შეუწყობს მათ მსოფლიო საბანკო სისტემაში ინტეგრაციაში“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

მსგავსი