ეროვნული ბანკი საქართველოს ეკონომიკური პროგნოზის გადახედვას ოქტომბერში გეგმავს
ეროვნული ბანკი საქართველოს ეკონომიკური პროგნოზის გადახედვას ოქტომბერში გეგმავს

ეროვნული ბანკი საქართველოს ეკონომიკური პროგნოზის გადახედვას ოქტომბერში გეგმავს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

„ჩვენი პროგნოზებით, რომელიც აგვისტოში განახლდა და მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშიც არის წარმოდგენილი, წელს ეკონომიკური ვარდნა -5 პროცენტი იქნება და როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან გვქონდა განხილვები, სავალუტო ფონდის შეფასებაც ამ ეტაპზე არის ის, რომ 2020 წლის ეკონომიკური ზრდა -5 პროცენტი იქნება. ჩვენი პროგნოზების გადახედვა ოქტომბერშია დაგეგმილი“, – განაცხადა გვენეტაძემ.

დატოვე კომენტარი