ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდის თხოვნით მიმართა
ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდის თხოვნით მიმართა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს (სსფ) მიმართა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელიც ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.

„ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში უახლოეს მომავალში საქართველოსთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდასთან დაკავშირებით, რასაც ასევე დაემატება სხვა საერთაშორისო დონორების მიერ კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესარბილებლად გამოყოფილი სახსრები“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

უწყება განმარტავს, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას და ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსსა და, შესაბამისად, ინფლაციის საშუალოვადიან დინამიკაზე დადებითად აისახება.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 18 მარტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს.

დატოვე კომენტარი