ეროვნული ბანკი - ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები 35 მილიონ დოლარამდე გაიზარდა
ეროვნული ბანკი - ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები 35 მილიონ დოლარამდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 34.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

მათივე ცნობით, საერთაშორისო რეზერვებზე ზრდის მიმართულებით ძირითადად იმოქმედა სავალუტო ფონდის მიერ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში ჩარიცხულმა კრედიტმა, რომელმაც დაახლოებით 112 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო კლების მიმართულებით – სავალუტო ინტერვენციებმა და მთავრობის სავალუტო ხარჯებმა.

„აღსანიშნავია, რომ აპრილის თვეში ფინანსთა სამინისტრომ 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების, 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობით რეფინანსირება მოახდინა“, – აღნიშნავენ ცენტრალურ ბანკში.